კრაზანისგან დაკბენილი კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
კრაზანისგან დაკბენილი კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
10:00 16.08.2019
ზემო იმერეთში კრაზანისგან დაკბენილი კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო-შემეცნებით პორტალ NSP.GE-ს განუცხადეს, შემთხვევა ცოტა ხნის წინ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხეში მოხდა.
გარდაცვლილია დაახლოებით 45 წლის მამაკაცი.
ბოლო პერიოდის განმავლობაში, ზემო იმერეთში კრაზანისგან დაკბენილი ადამიანების გარდაცვალების უკვე რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

წყარო: NSP.GE

ბეჭდვა