თსუ-ს ქართველი ემიგრანტი მამია ზაქრაძე ესტუმრება
თსუ-ს ქართველი ემიგრანტი მამია ზაქრაძე ესტუმრება
12:36 20.08.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღეს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მამია ზაქრაძე ესტუმრება და თსუ-ს ქართული  ემიგრაციის მუზეუმს დაათვალიერებს.

როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, გერმანელების ტყვეობიდან გათავისუფლებული მამია ზაქრაძე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 5 წელი ევროპაში ცხოვრობდა, ხოლო 1950 წლის საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, სადაც ქართულ სათვისტომოსთან აქტიურად თანამშრომლობდა.

ამერიკული ემიგრაციის წარმომადგენელმა სიკო სიდამონ-ერისთავმა მამია ზაქრაძე ქართული ემიგრაციის მიერ დაარსებულ კავკასიურ სახლში „ალავერდი“ მიიწვია. კავკასიურ საზოგადოებაში ქართველები, ჩერქეზები, ყაბარდოელები და ოსები იყვნენ გაწევრიანებულნი.

„კავკასიური სახლის“ პრეზიდენტის სიკო სიდამონ-ერისთავის გარდაცვალების შემდეგ „ალავერდის“ მოვლა-პატრონობა მთლიანად მამია ზაქრაძეს დაეკისრა.

მამია ზაქრაძე ემიგრაციის შემდეგ საქართველოში პირველად 1985 წელს ჩამოვიდა.

ბეჭდვა