მიხეილ ალექსიძე სწავლას 77-ე სკოლაში გააგრძელებს
მიხეილ ალექსიძე სწავლას 77-ე სკოლაში გააგრძელებს
19:31 01.03.2012
53-ე სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძე სწავლას 77-ე სკოლაში გააგრძელებს.

როგორც "ნიუსპრესს" 77-ე სკოლაში განუცხადეს, მიხეილ ალექსიძე მათთან ირიცხება .

შინაგანაწესის უხეშად დარღვევის გამო, მიხეილ ალექსიძე 53-ე სკოლიდან 2011 წლის ოქტომბერში გარიცხეს.

პრეზიდენტმა ალექსიძე პარლამენტში დებატებზე ხულიგნად მოიხსენია, რასაც ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.



ბეჭდვა