მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 8% -ით გაიზარდა
მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 8% -ით გაიზარდა
20:44 13.08.2019
მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 8%-ით გაიზარდა.

კონკრეტულად, ეს მაჩვენებელი ტელევიზიებთან მიმართებაში ასე გამოიყურება: ტელეიმედი - 12%-იანი ზრდა;სტუდია მაესტრო - 51%-იანი ზრდა; ტვ პირველი - 52%-იანი ზრდა; ჯი-დი-ესი - 100%-იანი ზრდა; საზოგადოებრივი მაუწყებელი - 39%-იანი ზრდა; სილქნეტი - 11%-იანი ზრდა; რუსთავი2 - 1%-იანი ზრდა; პალიტრა ტვ - 315%-იანი ზრდა.

აღნიშნულ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

ბეჭდვა