"რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზა ხვალ რამდენიმე საათით მგზავრებს ვერ მოემსახურება
20:30 13.08.2019
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ხვალ, 14 აგვისტოს "თელასის" გეგმიური
სამუშაოების გამო "რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზას ენერგომომარაგება დროებით შეუწყდება, რის გამოც საბაგირო გზა 11:00-დან 16:00 საათამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება.