გლდანის მერვე მიკრორაიონში ბაღის მშენებლობა ფინალურ ფაზაშია
გლდანის მერვე მიკრორაიონში ბაღის მშენებლობა ფინალურ ფაზაშია
16:49 13.08.2019
გლდანის მე-8 მიკრორაიონში საბავშვო ბაღისმ შენებლობა ფინალურ ფაზაშია. მიმდინარე სამუშაოები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ რაიონის გამგებელ, ბექა მიქაუტაძეს გააცნო.

ბაგა-ბაღი 10-ჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელს მიიღებს. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება: ადაპტირებულია შშმ პირთათვის, გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოებისა და ბავშვთა უსაფრთხოების ყველა საკითხი.

ბაგა-ბაღის ეზოში მოეწყობა სათამაშო მოედნები, დამონტაჟდება საჩრდილობლები და სხვა საპარკე ინვენტარი.

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, შემოდგომაზე, ეტაპობრივად გაიხსნება ხუთი ბაღი.
„ამჟამად თბილისში 9 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაგან ხუთს შემოდგომაზე ეტაპობრივად გავხსნით. ახალი შენობები აკმაყოფილებს იმ თანამედროვე სტანდარტებს, რაც სკოლამდელი განათლების დაწესებულებისთვისაა სავალდებულო - მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ბავშვთა უსაფრთხოება“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ.

ბეჭდვა