ილიას უნივერსიტეტი მსურველებს კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს
ილიას უნივერსიტეტი მსურველებს კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს
10:30 20.08.2012
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა პროფილი გააფართოვა და მსურველებს კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს.

უნივერსიტეტი კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრის ხარისხის მიღების მსურველთა განაცხადებს უკვე იღებს. სამაგისტრო პროგრამა 2 წლიანია.

სტუდენტმა, რომელსაც აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის გაგრძელება სურს, შესაბამისი დოკუმენტაცია მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე ილიას უნივერსიტეტის კანცელარიაში უნდა წარადგინოს.

მისაღები გამოცდები (კაზუსი, ესსე) მიმდინარე წლის 4, 5 და 6 სექტემბერს ჩატარდება. დამატებითი ინფორმაციის მიღება ილიას უნივერისტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.



ბეჭდვა