დასავლეთის მიმართულებით ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრაობა აღდგენილია
დასავლეთის მიმართულებით ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრაობა აღდგენილია
17:10 11.08.2019
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე დასავლეთის მიმართულებით მოძრაობა ამ დროისათვის სრულადაა აღდგენილი.

მაგისტრალზე მოძრაობა ნახევარი საათის განმავლობაში იყო პარალიზებული. ამის მიზეზი ძლიერი ხანძარი გახდა.

მსუბუქ ავტომანქანას, რომელიც დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მგზავრებმა ავტომობილიდან გადმოსვლა დროულად მოახერხეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.


ბეჭდვა