მომდევნო ორი დღის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს
პროგნოზირებისა და მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს.
ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 23-24 გრადუსი იქნება, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს - 24-29 გრადუსი.
29 გრადუსამდე გათბება ჰაერი დედაქალაქშიც.
