ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ავტოტრანსპორტის გადაადგილება გარკვეული ხნით შეაფერხა
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ავტოტრანსპორტის გადაადგილება გარკვეული ხნით შეაფერხა
10:12 20.08.2012
დედაქალაქში მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო საგანგებო სიტუაციათა სამსახურში 15 გამოძახება დაფიქსირდა.

როგორც „ნიუსპრესს“ აღნიშნულ სამსახურში განუცხადეს, გამოძახება ძირითადად ისანი-სამგორის რაიონიდან დაფიქსირდა. თბილისი-კახეთის ავტომაგისტრალზე გარკვეული დროით საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებული იყო.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ ძლიერ წვიმას და სეტყვას სერიოზული და მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის გამო არც ავარიული შემთხვევები დაფიქსირებულა.


ბეჭდვა