თსუ-ში დღეს საჯარო ლექციას წაიკითხავენ
თსუ-ში დღეს საჯარო ლექციას წაიკითხავენ
09:32 20.08.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ვენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის კვლევითი განყოფილების ასისტენტი  და დოქტორი სოფი ლოიდოლტი თემაზე - „სამართლის ფენომენოლოგიის განვითარება“ საჯარო ლექციას წაიკითხავს.

თსუ-ს ინფორმაციით, ლოიდოლტის კვლევის სფეროები ფენომენოლოგია, პოლიტიკის ფილოსოფია, სამართლის ფილოსოფია, ეთიკა, ტრანსცენდენტური ფილოსოფია და ეპისტემოლოგიაა.

სოფი ლოიდოლტი ავტორია წიგნებისა „სამართალფენომენოლოგიის შესავალი. ისტორიულ-სისტემური წარმოდგენა“, „მოთხოვნა და გამართლება. სამართალაზროვნების თეორია ედმუნდ ჰუსერლის ფენომენოლოგიასთან მიმართებით“, ასევე, ავტორია თხუთმეტამდე სამეცნიერო წერილისა და სხვა.

საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

ბეჭდვა