თბილისის ზოგიერთ ქუჩას შუქი გაეთიშება
თბილისის ზოგიერთ ქუჩას შუქი გაეთიშება
09:25 20.08.2012
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 14:00 საათამდე დაბა წყნეთში მაია  წყნეთელის, დავით აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.

ენერგომომარაგება 10-დან 16:00 საათამდე გლდანის მასივის VI მიკრორაიონს, წერეთლის გამზირის ნაწილს არ მიეწოდება.

10-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია კალოუბნის ქუჩას, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების ნაწილს, სამღერეთის, ზაქარაიას და თვალჭრელიძის ქუჩებს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს შეეზღუდება.

შეზღუდვა 11-დან 16:00 საათამდე წერეთლის გამზირის ნაწილს და სტანისლავსკის ქუჩას, ხოლო 11-დან 17:00 საათამდე აღმაშენებლის გამზირის ნაწილს და უზნაძის ქუჩას შეეხება.

11-დან 17:00 საათამდე შუქი ასევე, სოფელ კიკეთს, ბეთანიას და კოჯორს გაეთიშება.

ბეჭდვა