ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ქირურგიის ეროვნულ ცენტრში
ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ქირურგიის ეროვნულ ცენტრში
16:57 06.08.2019
უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ 2 წამში ერთ ადამიანს ემართება ინსულტი, ხოლო ყოველ 5 წამში ამ პათოლოგიით ერთი ადამიანი იღუპება.

ინსულტი იგივე თავის ტვინის ინფარქტი, ეს არის თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა.

ერთმანეთისგან განასხვავებენ ინსულტის 2 ტიპს.

იშემიური ინსულტი
ვითარდება ტვინის სისხლძარღვების ემბოლიის, სპაზმის, თრომბოზის და/ან ათეროსკლეროზული ფოლაქით გამოწვეული სისხლის მიმოქცევის მკვეთრი დაქვეითების გამო, რომელსაც როგორც წესი ტვინის ქსოვილის შესაბამის უბანზე სისხლის მიწოდების შეწყვეტა მოჰყვება ხოლმე.

ჰემორაგიული ინსულტი ტვინში განვითარებული სისხლჩაქცევაა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არტერიული წნევის მომატებისას ვითარდება. ამის ფონზე რომელიმე სისხლძარღვის კედელი ზიანდება და ვითარდება ტვინის ნივთიერებასა და მის გარსებში სისხლის ჩაქცევა. განვითარებულ არასახარბიელო მდგომარეობას ტვინის შესაბამისი უბნისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გაჩენა მოჰყვება.

ინსულტის სიმპტომები

ინსულტის პირველადი ნიშნებია:
• მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
• სახის მიდამოს, კიდურების დაბუჟება;
• თავბრუსხვევა;
• მეტყველების დარღვევა;
• დამბლა;
• ცნობიერების დაქვეითება;
• თავის ტკივილი;
• პირღებინება;
• სახის ასიმეტრია;
• ძალის დაქვეითება კიდურებში.

ინსულტის გამომწვევი მიზეზები


განასხვავებენ იშემიური ინსულტის განვითარების არამოდიფიცირებად და მოდიფიცირებად რისკ-ფაქტორებს. არამოდიფიცირებადი რისკ–ფაქტორები ეწოდება ისეთ რისკ-ფაქტორებს, რომელზეც ზემოქმედება შეუძლებელია.

არამოდიფიცირებად რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება ასაკი, სქესი და მემკვიდრეობა.

როგორც წესი იშემიური ინსულტი უფრო ხშირად უვითარდებათ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომელთაც ხშირ შემთხვევაში აღენიშნებათ შემდეგი პათოლოგიები ანამნეზში:
1. არითმია;
2. მიოკარდიუმის ინფარქტი;
3. ათეროსკლეროზული ცვლილება;
4. შაქრიანი დიაბეტი;
5. გულის რევმატიული მანკი.

ზემოთ აღნიშნული დაავადებების დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა წარმოადგენს ინსულტის პრევენციის საშუალებას.

რა არის გარდამავალი იშემიური ინსულტი (ე.წ. მინი ინსულტი, მცირე ინსულტი)?

გარდამავალი იშემიური ინსულტის სიმპტომები ძალიან ჰგავს ინსულტისას, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიმპტომები მცირე დროში ქრება. ამ დროს ორგანიზმი ინსულტის განვითარების რისკზე გვაფრთხილებს.

რა არის განმეორებითი ინსულტი?

განმეორებითი ინსულტის მთავარი მიზეზი საძილე არტერიის ფოლაქებია. საძილე არტერიის ფოლაქი ავიწროებს ამ სისხლძარღვს და ტვინში სისხლის მიმოქცევას აუარესებს.

ინსულტის მკურნალობა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში


დღეს ინსულტიანი პაციენტები მთელ მსოფლიოში ინსულტის ცენტრებში გადაჰყავთ!

ინსულტის ცენტრი დაფუძნდა მას შემდეგ, რაც ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღიჭურვა SHIMADZU-ს წარმოების, რეგიონში ექსკლუზიური, ულტრათანამედროვე ორმკლავიანი ანგიოგრაფით Trinias B12.

ინსულტის მართვის მიზნით კლინიკაში დანერგილია:

• ჰემორაგიული ინსულტის მედიკამენტური და ქირურგიული მკურნალობა;
• მწვავე სტადიის პაციენტების ტრიაჟი;
• ადრეული ნეირორეაბილიტაცია;
• თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის აღდგენისა და პათოლოგიური პროცესის შეჩერებისაკენ მიმართული ღონისძიებები – სისტემური ინტრავენური თრომბოლიზისი, ენდოვასკულური თრომბექტომია (ანგიოგრაფით);
• თავის ტვინში სისხლჩაქცევის, ანევრიზმის, არტერიო–ვენური მალფორმაციის, კაროტიდული და ვერტებრული არტერიების სტენოზის ქირურგიული მკურნალობა როგორც ღია, ისე ენდოვასკულური მეთოდით (ანგიოგრაფით);
• ინსულტის განმეორებისა და ვასკულური პროცესის შეჩერებისაკენ მიმართული ღონისძიებები (მეორეული პრევენცია);
• ფიზიოთერაპია და რეაბილიტაცია.
თანამედროვე გაიდლაინების დაცვით, პაციენტის მდგომარეობისა და სათანადო ჩვენების მიხედვით, კლინიკის ინსულტის ცენტრში ტარდება სისტემური ინტრავენური თრომბოლიზისი ან ენდოვასკულური თრომბექტომია.

რა არის თრომბოლიზისი?

თრომბოლიზისი თავის ტვინის სისხლძარღვში ჩაჭედილ თრომბს შლის. თრომბოლიზისით შესაძლებელია თავის ტვინის დაზიანებულ უბანში სისხლის მიმოქცევის აღდგენა.

რა არის თრომბექტომია?

ენდოვასკულური თრომბექტომიით კაროტიდული აუზიდან აცილებენ იმ თრომბს, რომელიც კონკრეტულ სისხლძარღვს ახშობს. მცირეინვაზიური ჩარევის შედეგად სისხლის მიმოქცევის სრულფასოვნად აღდგენაა შესაძლებელი.

სისხლძარღვთა სრული რეკანალიზებისთვის, თუ საჭირო გახდა, ინსულტის ცენტრში ტარდება კომბინირებული მკურნალობა (თრომბოლიზისი და თრომბექტომია ერთად).

კლინიკაში პაციენტები სარგებლობენ კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით, რომელსაც მეცნიერები ინსულტის დიაგნოსტირებაში უპირობო ლიდერს უწოდებენ. კვლევის ოქროს სტანდარტია, რადგან იშემიის შედეგად დაღუპული და დაღუპვის რისკის ქვეშ მყოფი უჯრედების (ქსოვილების) დიფერენცირება შეუძლია.

ბეჭდვა