მდინარე მტკვრის დონე ამ საღამოს 11 მეტრით დაიკლებს.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის მერიიდან აცნობეს, მტკვრის დონის ხელოვნურად დაწევა ორთაჭალაში, გორგასლის ხიდთან გზის გაფართოების საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით გახდა საჭირო.
მერიის ინფორმაციით, მტკვრის დონე ორთაჭალჰესიდან დაიწევს და წყალი რუსთავის მიმართულებით გაედინება.
მერია აღნიშნულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
