პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქის“ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. გვერდზე გავრცელდა შეხვედრის რამდენიმეწუთიანი ვიდეოჩანაწერიც.
მოკლე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის გარშემო წარიმართა.
