დავით დვალი: ქიბარ ხალვაში წყვეტს ვინ იქნება დირექტორი
დავით დვალი: ქიბარ ხალვაში წყვეტს ვინ იქნება დირექტორი
18:20 30.07.2019
ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“ - ს უდგება, როგორც მეწარმე და მისი მთავარი სურვილია, რომ ტელევიზია კრიზისიდან გამოიყვანოს, - ამის შესახებ „რუსთავი 2“ - ის დამფუძნებელმა, დავით დვალმა ქიბარ ხალვაშთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ყველაფერი დაიყვანება იმაზე, თუ კონტროლი ვისია და ჩვენი პასუხიც იქნება ამაზე დამოკიდებული. ჩვენი საბოლოო პასუხი იქნება უახლოეს დღეებში და ეს პასუხი იქნება დასაბუთებული. დღეს სამართლებრივად ქიბარ ხალვაში 100 %- ის მფლობელია. აქედან გამომდინარე, მთლიანად ის წყვეტს ვინ იქნება დირექტორი“, - განაცხადა დავით დვალმა.

ბეჭდვა