ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
12:54 30.07.2019
გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

ამ დროისთვის შუხუთის, აცანისა და აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და ჯამში სამივე ამბულატორიაზე 64 165 ლარი დაიხარჯება.

ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.

გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგება. სამუშაოები 15 სექტემბრამდე დასრულდება.
ბეჭდვა