გამოკითხულთა 74,1 პროცენტი ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს
გამოკითხულთა 74,1 პროცენტი ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს
11:26 19.08.2012
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ მიმდინარე წლის 12:08 – 19:08 პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 74,1 პროცენტი, ნინო  ბურჯანაძის გადაწყვეტილებას 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პოზიტიურად აფასებს.

კითხვაზე - „როგორ აფასებთ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებას ოპოზიციური ხმების არგაყოფის მოტივით არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით“, გამოკითხვაში მონაწილე პირთა 74,1 პროცენტმა უპასუხა, რომ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. საწინააღმდეგო მოსაზრება გააჩნია გამოკითხვაში მონაწილეთა 10,3 პროცენტს, 15,6 პროცენტს კი კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ შემდეგი გამოკითხვის თემა იქნება - „ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მინდია გულუა ქართულ პოლიტიკაში სპეცსამსახურების მიერაა ჩანერგილი“





ბეჭდვა