საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა რუმინეთი 16 -ქულიანი სხვაობით დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა რუმინეთი 16 -ქულიანი სხვაობით დაამარცხა
11:02 19.08.2012
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ თამაშში გამარჯვება მოიპოვა.

თბილისის სპორტის სასახლეში იგორ კოკოშკოვის გუნდმა რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 80:64 დაამარცხა.

პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 24:18 მოიგო, მეორე კი ხუთქულიანი უპირატესობით - 44:39 დაასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და ბოლო მეოთხედის წინ უპირატესობა 11 ქულამდე - 60:49 გაზარდა.

ბოლო მეოთხედი კვლავაც ქართველი კალათბურთელების უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა 16-ქულიანი უპირატესობით მოიგო.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ნატურალიზებული მოთამაშე, ამერიკელი ჯეიკობ პულენი იყო, რომელმაც გუნდს 19 ქულა მოუტანა. 14 ქულა მიითვალა მანუჩარ მარკოიშვილმა, 13 - გიორგი შერმადინმა, 12 ქულა და 10 მოხსნა კი ვიქტორ სანიკიძემ.

ევრობასკეტზე მოსახვედრად, შესარჩევი ციკლის D ჯგუფში, რუმინეთთან, ლატვიასთან, ბოსნიასთან და ჰოლანდიასთან ერთად მოასპარეზე საქართველოს ნაკრების მიზანი საუკეთესო 2 გუნდს შორის მოხვედრაა.

ბეჭდვა