რაჭიდან თბილისში მწვავე ინტოქსიკაციის დიაგნოზით გადმოყვანილი 4 პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მათ დღეს საავადმყოფიდან გაწერენ.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოში განუცხადეს.
როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ოთხივე პაციენტი საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიის განყოფილებაში იყო მოთავსებული, მათ სათანადო მკუნალობა ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
დადგინდა, რომ პაციენტები კენკრით მოიწამლნენ.
შოვის ეკლესიის მოძღვარი და მისი მრევლის რამდენიმე წევრი კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ გუშინ რაჭიდან თბილისში გადმოიყვანა.
ინტოქსიკაციის პირველი ნიშნები მცენარის მიღებიდან 3 საათის შემდეგ გამოვლინდა.
