ნიკა რურუა ბახმაროში ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს დაესწრება
ნიკა რურუა ბახმაროში ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს დაესწრება
19:06 18.08.2012
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებულ ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს დაესწრება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

დღესასწაულის ფარგლებში მოეწყობა ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
ამავე დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება ჯგუფ „ზუმბალენდის“ კონცერტი.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდება აგრეთვე ადგილობრივი ანსამბლების წევრებს და ხალხური რეწვის ოსტატებს.



ბეჭდვა