გორში მამაკაცი სატვირთო ავტომანქანის საბარგულიდან გადავარდა
გორში მამაკაცი სატვირთო ავტომანქანის საბარგულიდან გადავარდა
11:33 23.07.2019
გორში, 58 წლამდე მამაკაცი სატვირთო მანქანიდან გადავარდა.

მამაკაცი მაშინ დაშავდა, როდესაც მას ფეშენ ვიქის ღონისძიებისთვის დამზადებული ბანერი გადაჰქონდა.

ქარმა ბანერი საბარგულიდან გადააგდო და მუშაც გადაიყოლა. ბანერი მამაკაცს ზემოდან დაეცა, რის შედეგადაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო.

დაშავებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.





ბეჭდვა