განათლების მინისტრი კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯს ესტუმრა
განათლების მინისტრი კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯს ესტუმრა
17:35 18.08.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე დღეს კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის - „აისის“ საქმიანობას გაეცნო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა კოლეჯში არსებული საწნახელი, ღვინის სახლი, მარანი, მინი საკონსერვო საწარმო, ასევე სხვადასხვა სახელოსნოები დაათვალიერა და იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც კოლეჯში საწარმოო პრაქტიკას გადიან.

სამინისტროს ინფორმაციით, კოლეჯში ამ ეტაპზე ანაზღაურებად პრაქტიკას მეფილეები და დურგლები გადიან. მომავალი მეფილე-მომპირკეთებლების ნაწილი კოლეჯის ტერიტორიაზე ქვაფენილს აგებს, ნაწილი კი, გურჯაანის სტადიონის მშენებლობაზეა დასაქმებული.

გარდა ამ სპეციალობებისა, მრავალპროფილიან კოლეჯში სტუდენტები ფერმერის, მეღვინე-მევენახის, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებლის, სასურსათო პროდუქტების წარმოების, ვეტერინალური მომსახურების და სხვა პროფესიებს ეუფლებიან.

„აისში“ სპეციალობები კახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული გეგმიდან გამომდინარე შეირჩა.


ბეჭდვა