სენაკის ცენტრალურ მოედანზე, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სიმღერისა და
იუმორის საღამო გაიმართა.
ტურნეს ფარგლებში, ცნობილი მსახიობისა და მომღერლის პაატა გულიაშვილის და ჯგუფ ,,ქუჩის ბიჭების’’ წევრის, მომღერალ პაატა ხაჩიძის მონაწილეობით მიმდინარე შოუ-კონცერტს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
