ხვალ დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
ხვალ დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
17:49 19.07.2019
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 01 საათიდან 08 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ექვთიმე მთაწმინდელის, მაჭავარიანის, ფერცულიანის, ბერიტაშვილის, ართმელიძის და ჯიშკარიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, შატბერაშვილის, რადიანის, მარუხის გმირთა და კლდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ბათუმის, თევდორე მღვდლის, ფიფიების, ქურდიანის, გორის, ბაგრატიონის, ცემის, ზუგდიდის, ცაბაძის, იამანიძის, ფოთის, სოხუმის, მაიაკოვსკის, ვორონინის, მეტრეველის და ევდოშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო "სამგორი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, ნავთლუღის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მაცხოვრებლებს.


ბეჭდვა