საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს დღეს „სპორტის სასახლეში“ რუმინეთთან შეხვედრით დაიწყებს.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები კენჭისყის შედეგად ხუთგუნდიან D ჯგუფში ბოსნია–ჰერცეგოვინასთან, ლატვიასთან, რუმინეთთან და ჰოლანდიასთან მოხვდა.
ევროპის ჩემპიონატი მომავალ წელს სლოვენიაში გაიმართება და ისევე როგორც 2011 წელს ლიტვაში შემდგარ ევროპირველობაზე, მასშიც 24 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
ფინალურ ეტაპზე მასპინძელი სლოვენიის გარდა შესარჩევი ტურნირის გარეშე დაშვებულია 7 გუნდი, დანარჩენ 16 საგზურს კი 31 ნაკრები გაითამაშებს, რომლებიც ექვს ჯგუფში არის გადანაწილებული.
