საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ხვალ სემინარს გამართავს.
როგორც "ნიუსპრესს" ჰერალდიკის საბჭოდან აცნობეს, სემინარი თემაზე "საქართველოს თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების სიმბოლიკა" გაიმართება.
სემინარის მიზანი ჰერალდიკის სისტემური განვითარების უზრუნველყოფაა.
სემინარს დასავლეთ საქართველოს იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები და სიმბოლიკის შემმუშავებელი კომისიის ხელმძღვანელები დაესწრებიან, რომელთაც ჯერ არ აქვთ სიმბოლიკა.
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სემინარი ხვალ ქუთაისში გაიმართება.
