დღეიდან მეტეხის ხიდიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება ერთი ზოლზე ნაწილობრივ შეიზღუდა
დღეიდან მეტეხის ხიდიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება ერთი ზოლზე ნაწილობრივ შეიზღუდა
10:09 17.07.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 16 ივლისს, 24:00 საათიდან, მეტეხის ხიდიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება გზის სავალი ნაწილის ერთი ზოლზე ნაწილობრივ შეიზღუდება.

"სარემონტო სამუშაოების დროს, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ" - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.



ბეჭდვა