ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ბოლოდროინდელ გამოცემებს წარადგენს
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ბოლოდროინდელ გამოცემებს წარადგენს
13:17 16.07.2019
17 ივლისს 16:30 საათზე გაიმართება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბოლოდროინდელი გამოცემების წარდგენა.

ღონისძიების მიზანია, საზოგადოებისათვის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგების წარდგენა სამეცნიერო გამოცემების სახით.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაარსების დღიდან მუშაობს სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით. ისეთი, როგორიცაა, უძველესი ხელნაწერების ტექსტის გამოცემა, ასევე ცენტრში დაცული სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის პირადი არქივების აღწერა, ისტორიული დოკუმენტების შესწავლა, უძველეს ხელნაწერებში წარმოდგენილი მინიატურების კვლევა, მათი მხატვრული კუთხით შესწავლა და ა.შ. ამ კვლევათა შედეგია გამოცემული წიგნები, რომლებიც მეცნიერებს დახმარებას გაუწევს სამომავლო კვლევებში.

მაღალ სამეცნიერო დონეზე შესრულებული პუბლიკაციები დასტურია იმისა, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო დაწესებულებაა ქვეყანაში, რომელიც მუდმივად ზრუნავს ჰუმანიტარული სამეცნიერო სფეროს განვითარებაზე.

ღონისძიებაზე 9 სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული წიგნი იქნება წარმოდგენილი. გამოცემებს მათი ავტორები წარადგენენ. და წიგნის შინაარსსა და მნიშნველობაზე ისაუბრებენ.

ბეჭდვა