ფონდ "ქართუს" მიერ დაფინანსებული ზუგდიდის თეატრის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება
ფონდ "ქართუს" მიერ დაფინანსებული ზუგდიდის თეატრის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება
14:24 13.07.2019
ზუგდიდს ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება, სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერეს.

ახალ თეატრს, რომლის მშენებობაც აქტიურად მიმდინარეობს, ორი დარბაზი ექნება, დიდი დარბაზი 570 მაყურებელზეა გათვლილი, მცირე დარბაზი კი 140 ადგილიანი ქინება.

თეატრს ასევე ექნება მუზეუმი და სასტუმრო გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის.

პროექტს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და მისი მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.

ზუგდიდის თეატრი ავარიულ მდგომარეობაში იყო და დასი წარმოდგენებს ვერ მართავდა.

ბეჭდვა