რელიგიური უმცირესობების პრობლემები საჯაროდ განიხილეს
რელიგიური უმცირესობების პრობლემები საჯაროდ განიხილეს
17:23 01.03.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) რელიგიური გაერთიანებების მდგომარეობაზე საჯარო განხილვა მოაწყო.

საიას საჯარო დისკუსიაზე გარდა რელიგური გაერთიანებების პრობლემებისა, საქართველოში რელიგიური უმცირესობების დევნისა და შევიწროვების გამომწვევ მიზეზებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა მისი მოგვარების პროცესში სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის როლზეც.

ღონისძიებაში საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათაშორისი საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა სამოქალაქო სექტორის და თბილისის უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმა მიიღეს.

ბეჭდვა