11 ივლისს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის. დ.
უზნაძის №52-ში) „სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის კომპანიის“ დირექტორმა ჯეისონ ლიმ და ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმანდი ჭკუასელმა 3 წლიან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრო.
მემორანდუმი მიზნად ისახავს კომპანია „სამსუნგ ელექტრონიქსის“ მხრიდან, საქართველოს ტერიტორიაზე კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის აღებას.
