ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ამერიკის შეერთებული
შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტის შემუშავების პროცესში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დაასახელა, მაღალი შეფასება მისცა და სამინისტრო სპეციალური სერტიფიკატით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია IDFI-ისა და USAID-ის ერთობლივი პროექტის „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში“ ანგარიშის პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა.
პროექტზე - „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) 2014-2019 წლებში მუშაობდა. მათ საჯარო და კერძო სექტორებს შორის სხვადასხვა კანონპროექტის შემუშავების პროცესში თანამშრომლობის ხარისხი გამოიკვლიეს, შეაფასეს და გამარჯვებულები გამოავლინეს.
