დიდუბეში 16 დაზიანებული სპორტული მოედანი აღდგა
დიდუბეში 16 დაზიანებული სპორტული მოედანი აღდგა
16:43 10.07.2019
დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბესა და დიღმის მასივში დაზიანებული სპორტული მოედნების რეაბილიტაციას ახორციელებს.

ამ ეტაპზე, აღდგენითი სამუშაოები 16 სპორტულ მოედანს ჩაუტარდა. სამუშაოების ფარგლებში, დაზიანებული ხელოვნური საფარი ახლით შეიცვალა, ტერიტორიაზე არსებული ამორტიზებული მავთულბადე განახლდა, დაიჭიმა და შეიღება; ახლით ჩანაცვლდა ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები, ასევე, განახლდა ყველა საჭირო ინვენტარი.

თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოები, რომელიც დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ "პე-ბე" შეასრულა, გამგეობის ბიუჯეტიდან 54 811 ლარით დაფინანსდა.

ბეჭდვა