ლესელიძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ლესელიძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
12:01 17.08.2012
თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ცეცხლი ლესელიძის #6-ში მდებარე რესტორან „მუხამბაზის“ საკვამურს გაუჩნდა.

როგორც „ნიუსპრესს“ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა განუცხადეს, ცეცხლი საკვამურში დაგროვილი ნამწვის გამო გაჩნდა. არ დაზიანებულა რესტორნის ინვენტარი.

ხანძარმა ლესელიძის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეაფერხა, თუმცა, საპატრულო სამსახურის თანამშრომლებმა მოძრაობის დარეგულირება მოახერხეს.

ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე 8 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.

ბეჭდვა