"თეგეტა მოტორსი" ბათუმის ახალ რეგიონალურ ფილიალში საქართველოში პირველ მრავალპროფილურ საავტომობილო ექსპოს გამართავს
"თეგეტა მოტორსი" ბათუმის ახალ რეგიონალურ ფილიალში საქართველოში პირველ მრავალპროფილურ საავტომობილო ექსპოს გამართავს
16:22 04.07.2019
თეგეტა მოტორსი ბათუმის ახალ რეგიონალურ ფილიალში 27 ივლისს გამართავს საქართველოში პირველ მრავალპროფილურ საავტომობილო ექსპოს, სადაც წარმოდგენილი იქნებიან მსოფლიო მასშტაბის ბრენდები საავტომობილო ინდუსტრიიდან, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე საავტომობილო პროდუქტების და მძიმე ტექნიკის მიმართულებით, როგორებიც არიან: Porsche, Toyota, Volvo, Mazda, MAN, Bosch, ZF, Phillips, Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Bex, Akom, Total, Jcb, Fleetguard, Shell, Mobil, Motul და სხვა.

გამოფენაზე სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ და გაეცნონ მსოფლიოს საავტომობილო ინდუსტრიის სიახლეებს, ნოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, გამოფენაზე დასწრება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ბეჭდვა