თბილისის ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
თბილისის ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
09:22 17.08.2012
თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს გაზმომარაგება შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, საშუალო წნევის გაზსადენის  სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, 21:00 საათიდან გაზმომარაგება საბურთალოსა და ვაკის მოსახლეობის ნაწილს შეუწყდება.

კერძოდ, შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირის 35, 37 ნომრებს, აბულაძის ქუჩას, ყიფშიძის 17, 18, 20, 22 ნომრებს, ფანასკერტელის 1, 17, 18, 19, 20, 22, 23-ს, ბახტრიონის ქ. #30-ის კორპუსებს, დოლიძის ქუჩისა და საირმის გორის კერძო სექტორის მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტებს შეეხება.

გაზის მიწოდების აღდგენა 18 აგვისტოს დილის 10.00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აბონენტებს გაზის დანადგარებთან სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.


ბეჭდვა