მსახიობი და ტელეწამყვანი - გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
მსახიობი და ტელეწამყვანი - გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
13:20 04.07.2019
ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი, გიორგი გოგიჩაიშვილი, იგივე "გოგიჩა" გარდაიცვალა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" "ბასტი-ბუბუს" დამფუძნებელი, თამრიკო სხვიტარიძე წერს.

"აი, ნამდვილი სადარდებელი რა არის - წავიდა ამ ცხოვრებიდან ადამიანი, რომელსაც კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო. ვერ დავეხმარეთ, ვერ გავუგეთ და გაგვიფრინდა.
გოგიჩა გარდაიცვალა.
ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და მეც ვიღებ სამძიმარს" - წერს თამრიკო სხვიტარიძე.

მსახიობი სიმსივნეს ებრძოდა.
ბეჭდვა