ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება
ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება
17:37 30.06.2019
2019 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია. გამოცდები ხვალ, 1 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის თბილისის მერიამ ავტობუსების 5 დამატებითი მარშრუტი დანიშნა.

2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41000-მდე აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი 12000-მდე კანდიდატი დარეგისტრირდა.

საქართველოს მასშტაბით სულ 23 საგამოცდო ცენტრია და ყველა მათგანი ხვალინდელი გამოცდისათვის უკვე მზად არის.

11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრის სექტორები გაგრილების სისტემითა და ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი.
ბეჭდვა