კლინიკებში ამ დროისთვის აქციებზე დაშავებული 6 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას
კლინიკებში ამ დროისთვის აქციებზე დაშავებული 6 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას
15:02 29.06.2019

20-21 ივნისს რუსთაველზე განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული ერთ-ერთი

მოქალაქე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა და მისი მდგომარობა სტაბილურია.

ჯამში კლინიკებში სულ 6 ადამიანი რჩება, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.

დამაკმაყოფილებელია თურქეთის კლინიკებში მყოფი 2 სამართალდამცველის მდგომარეობა.

რუსთაველის აქციაზე დაშავებულთაგან კლინიკებში ჯამში 240 ადამიანი მიიყვანეს, მათ შორის 80 პოლიციელი.

 

ბეჭდვა