სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მოსახლეობის ნაწილმა სასმელი წყლის
მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.
ადგილობრივების ცნობით, ორ თვეზე მეტია ათობით ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. მათ წყლის აღება მეზობელი სოფლიდან უწევთ.
აქციის მონაწილეების თქმით, სოფლის ზოგიერთ ოჯახს სამელიორაციო სისტემაზე უკანონო მიერთებები აქვს, რამაც სოფელში წყლის დეფიციტი გამოიწვია.
"წყალი საერთოდ არ არის, ვიხოცებით უწყლოდ. ერთი საუბნო წყალი მაინც იყოს" - ამბობს აქციის მონაწილე.
სიღნაღის მერიის თქმით, პრობლემას შეისწავლიან და მალე მოაგვარებენ.
