ძლიერმა წვიმამ ბათუმსა და მახინჯაურში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ ბათუმსა და მახინჯაურში პრობლემები შექმნა
11:39 29.06.2019
გუშინ ღამით ძლიერმა და გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა ბათუმსა და მახინჯაურში.

ბათუმში წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. წყალი საცხოვრებელ სახლებსა და სარდაფებშიც შევიდა. ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე.

მისი თქმით, ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და სანიაღვრე ქსელების გამტარიანობა ამის გამო შეზღუდულია.

მახინჯაურში დაიტბორა ცენტრალური გზა, ამის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებული იყო და ბათუმი-ჩაქვის გზაზე შეიქმნა დიდი საცობი.

ამ დროისთვის კომპანია " ბათუმი წყლის" თანამშრომლება სანიაღვრე ჭები და არხები გაწმინდეს და მოძრაობა თავისუფალია.

მოსახლეობის თქმით, ძლიერი წვიმის შემდეგ სახლები და გზები ხშირად იტბორება.
ბეჭდვა