ბესიკ ამირანაშვილი რუმინეთის ელჩს რადუ-ლივიუ ჰორუმბას შეხვდა
ბესიკ ამირანაშვილი რუმინეთის ელჩს რადუ-ლივიუ ჰორუმბას შეხვდა
16:52 24.06.2019
სამცხე-ჯავახეთს რუმინეთის ელჩი რადუ-ლივიუ ჰორუმბა სტუმრობდა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ბესიკ ამირანაშვილსა და რადუ-ლივიუ ჰორუმბას შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუმინიეთისა და საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებს.ასევე განიხილეს სამცხე-ჯავახეთის რუმინეთის ერთ-ერთ რეგიონთან დამეგობრების საკითხი.

მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებასა და თანამშრომლობის განვითარებაზე.

რუმინეთის ელჩმა რადუ-ლივიუ ჰორუმბამ აღნიშნა, რომ მისთვის სამცხე-ჯავახეთი გამორჩეული მხარეა, რადგან რუმინელი ხალხისთვის უდიდესი წმინდანი ანთიმოზ ივერიელი წარმოშობით სწორედ სამცხე-ჯავახეთიდან, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდიდან იყო.


ბეჭდვა