სენაკში გარე ქსელის მოწყობის სამუშაოები გრძელდება
სენაკში გარე ქსელის მოწყობის სამუშაოები გრძელდება
13:55 24.06.2019
სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი, ყოველდღიურ რეჟიმში, გარე ქსელის მოწყობის სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად, გარე განათების სისტემის მონტაჟი თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის ტყირის უბანში მიმდინარეობს.

უახლოეს პერიოდში აღნიშნული სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტს სრულად მოიცავს.

ბეჭდვა