დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ საზოგადოებას
მიმართა.
"ცუდი მოვლენებია ჩვენ გარშემო, ამიტომ მინდა, მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რაიმე შეცდომა", - აღნიშნა პატრიარქმა.
ილია მეორეს თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს.
"იმედია, ღმერთი მშვიდობას და ღვთის წყალობას მოგვცემს. თქვენ იცით, რომ საქართველო ღვთისშობლის მფარველობის ქვეშ არის, განსაკუთრებით იფარავს საქართველოს“, - აღნიშნა ილია მეორემ.
