თბილისის მერიის ინფორმაციით, გარბენი "თბილისი" გადაიდო
თბილისის მერიის ინფორმაციით, გარბენი "თბილისი" გადაიდო
18:07 22.06.2019
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებიდან გამომდინარე, გარბენი „თბილისი“, რომელიც 23 ივნისს, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, რუსთაველის გავლით, უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"მარათონის გამართვის ზუსტ თარიღს უახლოეს მომავალში ვაცნობებთ საზოგადოებას" - წერია განცხადებაში.

ბეჭდვა