ჯანმრთელობის დაზღვევა ყველაზე ძვირი სადაზღვევო სერვისია
ჯანმრთელობის დაზღვევა ყველაზე ძვირი სადაზღვევო სერვისია
15:49 01.03.2012
სხვადასხვა სახის სადაზღვევო პროდუქტებს შორის, ყველაზე ძვირი ჯანმრთელობის დაზღვევაა.
"ილიაუნი ბიზნეს რევიუს" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედით, ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური ფასი დღეში 1 ლარი, ხოლო მაქსიმალური დღეში 2.10 ლარია.
ყველაზე იაფი სადაზღვევო პროდუქტი კი, სამოგზაურო დაზღვევა აღმოჩნდა, რომლის მინიმალური ფასი დღეში 0.75 ლარია, ხოლო მაქსიმალური - 1.5 ლარი.
რაც შეეხება იმ სადაზღვევო პროდუქტებს, რომელთა საფასური პროცენტული მაჩვენებლებით დგინდება, მათ შორის ყველაზე იაფი ქონების დაზღვევაა - მინიმალური ღირებულება ქონების 0.38 პროცენტი, მაქსიმალური კი - 0.5 პროცენტი. ამ მხრივ ყველაზე ძვირი აგროდაზღვევაა, რომლის მინიმალური ღირებულება ქონების 6 პროცენტს, ხოლო მაქსიმალური - 10 პროცენტს შეადგენს.
კვლევა მიმდინარე წლის 10 იანვრიდან 10 თებერვლის განმავლობაში ჩატარდა. კლვევის ავტორებმა 13 სადაზღვევო კომპანიის მომსახურება შეისწავლეს.

"ილიუნი ბიზნეს რევიუ" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მიერ მზადდება.

ბეჭდვა