დღეს, 22 ივნისს, 5 საათზე, ZEG - თბილისის ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო
ფესტივალი დასრულდება პანელ-დისკუსიით: „პროტესტის მომავალი“ / Protesting Tomorrow. დისკუსია თბილისში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს მიეძღვნება: საპროტესტო ტალღას და სამოქალაქო აქციებს.
პანელ დისკუსიას გაუძღვება შონ ვოკერი, The Guardian-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კორესპონდენტი. პანელ დისკუსიაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ავტორი, ჟურნალისტი და ტელე-პროდიუსერი პიტერ პომერანცევი, რომელიც ცნობილია წიგნით: „ნამდვილი არაფერია და ყველაფერი შესაძლებელია: თავგადასავლები თანამედროვე რუსეთში“ / „Nothing is True and Everything is Possible: Adventures in Modern Russia“.
ZEG- თბილისის ამბის თხრობის ფესტივალმა გააერთიანა სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები. სამდღიან ღონისძიებაში, რომლის ორგანიზატორებიც არიან: Impact Hub Tbilisi და Coda Story, მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ისე მოწვეულმა სპიკერებმა, მათ შორის 29 უცხოელმა სტუმარმა. Warner&Bro's Pictures-ის ვიცე-პრეზიდენტი, ქეით ადამსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და რამდენიმე წიგნის ავტორი სუკეტუ მეჰთა, საგანმანათლებლო პლატფორმა "მასტერკლასის" დამფუძნებელი- აარონ რასმუსენი, Vogue 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი- ჯო საბია, მაგნუმფოტოს პრეზიდენტი ტომას დვორჟაკი, ასევე BBC-ის, CNN-ის, New York Times-ის, The Guardian-ის, The Economist-ის ჟურნალისტები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი პროფესიონალები.
ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი, რომელიც 20 ივნისს გახსნა და 22 ივნისს დასრულდება, მოიცავდა შეხვედრებს, ვორქშოფებს და დისკუსიებს.
ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story
ფესტივალის მთავარი პარტნიორი: თიბისი სტატუსი
მხარდამჭერები: Windfor’s, აჭარაჯგუფი, ამერიკის საელჩო საქართველოში, თბილისის მერია, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ფაბრიკა, არტარეა, ლუტეცია.
