20-21 ივნისს აქციებზე დაშავებულებიდან ამ დროისთვის კლინიკებში 54 პაციენტი აგრძელებს
მკურნალობას, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მათგან 2 რეანიმაციაში იმყოფება.
„ნიუ ჰოსპიტალში“ ამ დროისთვის მკურნალობას 20 ივნისს შეყვანილი 11 პაციენტი აგრძელებს. მათგან 3 დღეს უკვე დატოვებს კლინიკას, დანარჩენები დაკვირვების ქვეშ რჩებიან.
„კლინია „ნიუ ჰოსპიტალში“ დღეის მდგომარეობით მკურნალობას აგრძელებს 11 პაციენტი, მათგან ორის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა, აგრძელებენ მკურნალობას ინტენსიურ და რეანიმაციულ განყოფილებებში. დანარჩენი პაცინეტების მდგომარება სტაბილურია. მიმდინარეობს მათი შემდგომი გამოკვლევები და მკურნალობა“ - აცხადებს ექიმი ლელა წარია.
არსებული ინფორაციით, ალადაშვილის კლინიკაში რჩება 5 პაციენტი და ექიმების განცხადებით მათ დღის ბოლომდე გაწერენ. ალადაშვილის კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის, ლევან ბესელიას თქმით, ის პირი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იყო და ამ დრომდე ინდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, სხვა კლინიკაშია გადაყვანილი.
აქციაზე დაშავებულთაგან კლინიკებში ჯამში 240 ადამიანი მიიყვანეს, მათ შორის 80 პოლიციელი.
ექიმების თქმით, დაშავებულებს აღენიშნებოდათ ქალის დახურული ტრამვა, სხეულის დაზიანებები. ორ მათგანს კი თვალის ამორება დასჭირდა.
