რუსთაველზე მოძრაობა აღდგენილია - ამ დროისთვის პარლამენტთან აქცის მონაწილეები აღარ იმყოფებიან
რუსთაველზე მოძრაობა აღდგენილია - ამ დროისთვის პარლამენტთან აქცის მონაწილეები აღარ იმყოფებიან
11:02 22.06.2019

რუსთაველის გამზირზე გუშინ საღამოს განახლებული აქცია გვიანობამდე გაგრძელდა.

ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან და მოძრაობაც აღდგენილია.

ადგილზე რჩება სიტყვით გამოსვლისთვის განკუთვნილი ტრიბუნა და, სავარაუდოდ, აქცია დღეს საღამოს ისევ განახლდება.

აქციაზე შეკრებილები დაპატიმრებულთა გათავისუფლებას, შს მინისტრის გადადგომას და ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს მოითხოვდნენ.

ღამით აქციის მონაწილეებმა გიგი უგულავასა და გრიგოლ ვაშაძეს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები, რუსი დეპუტატის, გავრილოვის საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან სესიის გაძღოლამ გამოიწვია. 20 ივნისს კი პარლამენტის შენობის წინ შეკრებილები სპეცრაზმმა ცრემლმდენი გაზის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.

 

ბეჭდვა